შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ერთად მოინახულეს პეკინის ცნობილი ისტორიული ძეგლი, „ცის ტაძარი“. დონალდ ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა: „შესანიშნავი ადგილია, წარმოუდგენელი. ჩინეთი მშვენიერია“. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მეორე ამერიკელი პრეზიდენტია, ვინც ამ ძეგლს ესტუმრა. პირველად, 1975 წელს ძეგლი მოინახულა ჯერალდ ფორდმა.