საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებულია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.