აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩაფრინდა. რუბიოს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. სომხური მედიის თანახმად, ვიზიტი ხანმოკლე იქნება. ის ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება და მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა და ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონში გაემგზავრება.