სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩო მემორანდუმს.
ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვართნოცის აეროპორტში გაიმართა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის დედაქალაქს 26 მაისს მეუღლესთან ერთად რამდენიმე საათიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა.