თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან “ოპოზიციის ალიანსში” შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე ასევე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერებიც გროვდება. აქციის მონაწილეები შეკრების შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.