პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ საიდანაც მსვლეობით, რუსთაველის გამზირისკენ პარლამენტთან მივიდნენ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. რუსთაველის გამზრიზე კი პოლიციაა მობილიზებული. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს. შეგახსენებთ, მანამდე დღის განმავლობაში “ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლებმა სცადეს, რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა, რის საშუალებაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც 5 დღით ადრე უნდა შეეტანა. მემანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს. „ოპოზიციური ალიანსის” წევრების თქმით, 26 მაისის შეკრება იქნება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი.