დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში კვლავ იზრდება – ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ქალაქ ტვიროსი მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში განხორციელდა.
მანამდე, ისრაელმა ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და მასშტაბური გაფრთხილება გაავრცელა, რაც რეგიონში სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოებაზე მიუთითებდა.
ბოლო დღეებში ისრაელმა ლიბანის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში ირანის მხარდაჭერილი ორგანიზაცია ჰეზბოლა 150-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა დარტყმა.