28 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გივი მიქანაძე წარდგება. მინისტრი ინტერპელაციის წესით ფრაქცია საქართველოსთვის დაიბარა.

მიქანაძისთვის გაგზავნილი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს ეხება. ფრაქცია მინისტრისგან განმარტებებს ელოდება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უნივერსიტეტების ბალანსზე არსებული კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე.

გარდა ამისა, განათლების მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში ზოგადი განათლების რეფორმაზეც ისაუბრებს.