რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასი განცხადებას, რომელიც რუსეთზე შესაძლო შეზღუდვებსა და საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანას შეეხებოდა, „იდიოტური“ უწოდა.

რუსულ მედიასთან კომენტირებისას ლავროვმა განაცხადა:

„მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“.

ცნობისთვის, კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვს, მსგავსი ვალდებულებები თავად მოსკოვსაც უნდა შეეხოს.

მისივე თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში ევროკავშირი ასევე დააყენებს საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს.

„ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, – განაცხადა კალასმა.