საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საჭიროა არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებები.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ყველა მხარე თანმიმდევრული უნდა იყოს.

„ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატიისგან მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიცია რეალურ ქმედებებში აისახოს.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეფასებით, წლების განმავლობაში ევროკავშირის ბიუროკრატია ხშირად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციებს იკავებდა.

„ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.