ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერიეს.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატის შეღწევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. მათი ცნობით, სავარაუდო სამიზნე ლიბანის საზღვართან ახლოს, ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამასთან, ჰეზბოლა აცხადებს, რომ გვიან ღამით სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ რამდენიმე ოპერაცია განახორციელა.
განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ „ჰეზბოლასთან“ მაღალი რანგის წარმომადგენლების მეშვეობით „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ შედგა.
ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სროლა შეწყდებოდა – „ისრაელი მათ თავს არ დაესხმება, ხოლო ისინი ისრაელს არ დაესხმებიან თავს“.
მიუხედავად ამისა, ბოლო ცნობები მიუთითებს, რომ რეგიონში დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია და მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში ადანაშაულებენ.