ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ქალაქებში კვლავ სიკვდილსა და ნგრევას თესავს.
კარისის განცხადებით, ბოლო თავდასხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას.
„რუსეთი უკრაინის ქალაქებში სიკვდილისა და ნგრევის მოტანას აგრძელებს. ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 700-ზე მეტი დრონისა და რაკეტის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. თავდასხმების შედეგად კიევიში, დნიპროსა და ხარკოვიში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით მოქალაქე დაშავდა.