“ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო შანსს წარმოადგენს,” – ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შედეგები და მიღებული განცხადება, რომელიც ლიბანის სასარგებლოდ მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს, საბოლოო და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის უკანასკნელ შანსს წარმოადგენს“, – განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ლიბანი აშშ-ს თავის პოზიციას მაშინვე აცნობებს, „როგორც კი შესაბამისი მხარეებისგან, კერძოდ კი „ჰეზბოლასგან“ პასუხს მიიღებს“. ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადების თანახმად, შეთანხმების აღსრულება დამოკიდებულია „ჰეზბოლას“ მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.