აშშ-ის ცენტრალური სარდლობის  განცხადებით, ირანის მიერ ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს.  „ირანმა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. პირველადი შეფასებით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან ექვსის მოგერიება მოხდა, ხოლო მეშვიდემ მიზანს ვერ მიაღწია“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.  მათი ინფორმაციით, ირანის იერიშის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.

 „ირანის მტკიცება, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა დაზიანდა სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნავს ცენტრალური სარდლობა.