სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 06:30 საათისთვის არსებული მონაცემები გაასაჯაროვა. დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 55.95%, რის საფუძველზეც საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს პარტია სამოქალაქო კონტრაქტი, რომელმაც ხმების 50.86% მიიღო.
გამოქვეყნებული შუალედური შედეგების მიხედვით, მეორე პოზიციაზეა ბლოკი ძლიერი სომხეთი 23.19%-ით.
მესამე ადგილს იკავებს ბლოკი სომხეთი, რომელსაც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა 9.6%-ის მხარდაჭერა აქვს.
მეოთხე ადგილზეა პარტია აყვავებული სომხეთი 4.1%-ით, ხოლო მეხუთე პოზიციაზე პარტია ერთობის ფრთებია, რომელმაც ხმების 2.3% დააგროვა.