„დიზი ლიზინგი“ ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით უკვე 6 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ნაცვლიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია საერთაშორისო ავტოსალიზინგო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდმა დააფუძნა და მართავს.

მისი თქმით, „დიზი ლიზინგმა“ მოკლე დროში შეძლო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანიის პოზიციის დაკავება და მომხმარებელთა მაღალი ნდობის მოპოვება.

„ჩვენი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც ადამიანურ ღირებულებებსა და გულახდილობის პრინციპებს დაეფუძნება. ჩვენი მთავარი ღირებულებებია სანდოობა, ინოვაცია, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მარიამ ნაცვლიშვილმა რადიო „მაესტროს“ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი“.

კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილის შეძენის მსურველებს, რომლებსაც სრულად არ აქვთ საჭირო თანხა, შეუძლიათ განაცხადის შევსება, რის შემდეგაც ქოლ-ცენტრი მათ რამდენიმე წუთში უკავშირდება და უახლოეს ფილიალში გადაამისამართებს.

ლიზინგის პროცესი მოიცავს წინასწარი ლიმიტის დამტკიცებას, ავტომობილის შერჩევას, შეფასებას და ხელშეკრულების გაფორმებას. დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელი თანამონაწილეობის თანხას იხდის, ხოლო კომპანია ავტომობილის ღირებულებას გამყიდველს სრულად ურიცხავს.

მარიამ ნაცვლიშვილის თქმით, მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია 24/7 ონლაინ ბოტი, რომელიც ლიზინგთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუყოვნებლივ პასუხობს.

კომერციული მასალა