„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.
პარტიის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებით, ალიანსის ცალკეული წევრების მხრიდან მუდმივი კრიტიკა და საჯარო თავდასხმები მიუღებელია, რის გამოც თანამშრომლობის ფორმატის გადახედვის აუცილებლობა დადგა.
ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ნანუკა ჟორჟოლიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მსხვილი პოლიტიკური პარტიებისთვის მსგავსი ალიანსის არსებობა აუცილებელი არ არის. მისი თქმით, ალიანსი ძირითადად მცირე პოლიტიკური ჯგუფებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, საკუთარი პოლიტიკური წონის გაზრდისა და უფრო გავლენიან მოთამაშეებად წარმოჩენისთვის.
ოპოზიციური გაერთიანების მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო მიიღებს.