თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ მატარებლები პირველ ხაზზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ და მგზავრებს ყველა სადგურზე ემსახურებიან.
მანამდე, ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროს პირველი ხაზი შეზღუდულად მუშაობდა და მგზავრებს მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურებოდა.