საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, მურადაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2026 წლის 22 ივნისს დაინიშნა.
კახა მურადაშვილმა ამ პოზიციაზე ზურაბ ბელთაძე შეცვალა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე საქმიანობას განაგრძობს.
კახა მურადაშვილი სამართალდამცავ სისტემაში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა და სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა.