ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე   „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ  მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“   ავრცელებს.   ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის  თქმით,  ახლა პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენაა. ვენესუელაში სულ მალე სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფებიც ჩავლენ. მათ შორის აშშ-დან, დომინიკის რესპუბლიკიდან, მექსიკიდან და ელ-სალვადორიდან.  დელსი როდრიგესის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელმაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელელ ხალხს.  ქვეყანა ორი მასშტაბური მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.  „როიტერის“ ინფორმაციით, ორი  ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.