საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის ,,ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერი დააკავეს.
ემანუელ მაკრონის ცნობით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერი Deliver-ი დააკავეს, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა.მისი თქმით, ევროპა „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსების საშუალებას არ მისცემს.
„აღნიშნული მოქმედება „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებული მსგავსი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა. ეს ევროპელების სიმტკიცეს აჩვენებს“, – წერს მაკრონი X-ზე და ტანკერის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს.