უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების მორიგი 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არიან სამხედროები, ეროვნული გვარდიის წევრები, კონტრაქტორები და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც რუსულ ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდნენ.

ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულები სხვადასხვა მიმართულებაზე იბრძოდნენ და იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებებს.

ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთისთვის გადაცემულ ტყვეთა შორის 93% კონტრაქტორია, ხოლო 64%-ს ან ნასამართლეობა ჰქონდა, ან გამოძიების ობიექტია. გამოცემის ცნობით, გათავისუფლებული 160 უკრაინელი ტყვიდან უმეტესობამ ტყვეობაში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა.