პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება     მოხდა. ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა   გიორგი შარაშიძემ  სიტყვით გამოსვლა დაასრულა.  შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის   მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და  დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული  ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.  ამ განცხადების შემდეგ ტრიბუნიდან ჩამოვიდა და სწორედ ამის შემდეეგ დაიწყო დაპირისპირება. მოგვინებით   სიტუაცის   განიმუხტა და სხდომა გაგრძელდა.