პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. სესიის ბოლო პლენარული სხდომის დასასრულს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაეთმო. სხდომის დასასრულს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებსა და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს შორის. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 1 სექტემბერს გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევა არ იგეგმება.