ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განხორციელდა.

კორპუსის ცნობით, იერიშები აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიერ ირანში რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საცავებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.

„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, – ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს.

„თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, – აცხადებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.