უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა. ზელენსკის თქმით, დაზიანდა „სლავიანსკის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კრასნოდარის მხარეში, ასევე ქარხანა იაროსლავლის ოლქში. „განვაგრძობთ ოპერაციებს, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს ასუსტებს. ჩვენი თითოეული ფართომასშტაბიანი სანქცია რუსული სამხედრო მანქანისთვის მომუშავე რესურსების შემცირებას და მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.