აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და შესაძლოა, შეერთებული შტატები იძულებული გახდეს სამხედრო გზით დაასრულოს საქმე, „რომელიც წარმატებით დაიწყეს“.„შეერთებული შტატების თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო კვლავ დაბომბეს ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახი ობიექტები, ასევე სანაპირო რადარები! შესაძლებელია, მათ შეიძლება ვერასდროს ისწავლონ ჭკუა! შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქცევას და იძულებული გავხდეთ, სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ“, – წერს ტრამპი.