ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 3 150 ადამიანი, იძულებით გადაადგილებულია 12 721 მოქალაქე, ხოლო მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებულია 774 შენობა.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამაშველო-საძიებო ოპერაციები კვლავ გრძელდება. კვირას მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან მამა და მისი შვილი ცოცხლები ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდა იყო, კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. მას 39 წამის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რამაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.