საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადა დასრულდა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ქართულ ენაზე დაწერა.
„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”, – წერს ფიშერი.
გამოსამშვიდობებელ პოსტს ელჩმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტო დაურთო. პუბლიკაციას თან ახლავს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის სიმღერა “Won’t Stand Down” („უკან არ დავიხევთ“).
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მისი დიპლომატიური მისია ოფიციალურად დასრულდა.