ირანული გამოცემა WANA News-ის გავრცელებული ინფორმაციით, ირანში დაგეგმილ ყოფილ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების დასწრება იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული.
გამოცემის ცნობით, ცერემონიას, სავარაუდოდ, დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც დელეგაციას უხელმძღვანელებს.
WANA News-ი წერს, რომ დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
გავრცელებული გრაფიკის მიხედვით, გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს თავდაპირველად გადაასვენებენ თეირანსა და ყუმში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიებზე, შემდეგ კი პროცესი გაგრძელდება ერაყიის ოთხ ქალაქში. ამის შემდეგ ცხედარს კვლავ ირანში დააბრუნებენ და საბოლოოდ დაკრძალავენ მეშჰედში.
საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია, გავრცელებული ინფორმაციით, 4 ივლისს, დილის 06:00 საათზე დაიწყება თეირანში, იმამ ხომეინის მოსალაში და 5 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა კი 5 ივლისის დილით გაიმართება. საბოლოო დაკრძალვა 9 ივლისს, მეშჰედშია დაგეგმილი.