დღეს ევროკავშირი აშშ-ის სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს აუქმებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს . მისი განცხადებით, ეს კარგი ამბავია ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის. „მეტი პროგნოზირებადობა. მეტი არჩევანი. უკეთესი ფასები ევროკავშირის ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც შესრულებულია ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივი განცხადების ფარგლებში და შეხსენება იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მსოფლიოში ყველაზე ღირებული რჩება. მოდით, გავაგრძელოთ მასზე დაყრდნობით განვითარება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.