„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.   ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება. ცნობისთვის,  ელენე  ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე  დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც   ხოშტარიას ექიმებთან – მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა გაიმართა.