რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, კიევში დაღუპულთა რაოდენობა 13-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 86-ს აღწევს.  კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულთაგან 70 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.   რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში  ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსულმა ძალებმა მასშტაბური იერიშისას უკრაინის მიმართულებით 570 რაკეტა და დრონი გაუშვეს, რომელთაგან თავდაცვის ძალებმა 524 სამიზნე გაანეიტრალეს.