ირანის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, შეერთებული შტატები და ისრაელი გააფრთხილა, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის წინა პერიოდში, ირანზე თავდასხმები არ განახორციელონ- ამის შესახებ ინფირმაციას Reuters- ი ავრცელებს. ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ არტერიაზე მკაცრი პასუხი ექნებათ. „ჩვენ ვაფრთხილებთ ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-ს და სიონისტურ რეჟიმს (ისრაელს), თავი აარიდონ ნებისმიერ შეცდომას და დაფიქრდნენ იმ მკაცრ პასუხზე, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები მიიღებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხესა და აგრესიაზე“, – განაცხადა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ. ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალვით დასრულდება. ამ თარიღებს შორის პერიოდში, დამატებითი ცერემონიები ყუმსა და ერაყში იგეგმება.