უკრაინის დედაქალაქში 3 ივლისი გლოვის დღედ  გამოცხადდა.  რუსეთის თავდასხმას  კიევში, სულ მცირე, 20 ადამიანი  ემსხვერპლა.   კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება ასევე რეკომენდაციას გასცემს სახელმწიფო დროშები დაუშვან, როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე.  მერის თქმით, ამ დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია. ამასთან, კლიჩკომ განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ.   ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. ნანგრევებიდან შვიდი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.