ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან“.

უილსონის განცხადებით, ცერემონიაზე დასწრებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიაც გეგმავს.

„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“, – წერს ჯო უილსონი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.