რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში დანგრეული შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 3 ივლისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მისი თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ამასთან, ქალაქის ხელისუფლება რეკომენდაციას უწევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსაც, დროშები დაუშვან. გლოვის დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმებულია.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა 2 ივლისის ღამეს კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.