საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ყაველაშვილს თეირანის საერთაშორისო აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ირანის სულიერი ლიდერის, ალი ჰამენეის დაკრძალვის ცერემონიალში, რომელიც თეირანში იმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები ესწრებიან.