სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რეგიონში ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მისივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ვისოცკის პორტის რაიონში ჩამოვარდა.

„ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ თავდასხმის სამიზნე „პეტერბურგის ნავთობტერმინალი“ იყო. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, განაცხადა, რომ ქალაქზე დრონების გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.