ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის კონი-აილენდის რაიონში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი ბავშვი. ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:37 საათზე მიიღეს. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს იძიებენ.