აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, თურქეთში დაგეგმილი ნატო-ს ყოველწლიური სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდება. ინფორმაციას The Hill-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ანკარაში ორდღიან სამიტზე დასასწრებად ორშაბათს საღამოს გაემგზავრება.
ამავე ცნობით, უკრაინისა და სირიის ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში დაბრუნებამდე პრესკონფერენციას გამართავს.