აშშ-ის მხრიდან მუქარა ირანთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესს აფერხებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს გასულ თვეში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
„საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარა გაგრძელდება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ამასთან, გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, ორი რაკეტა ესროლეს.