დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთის ტვერის ოლქისა და სტავროპოლის მხარეში მდებარე ნავთობბაზებზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ ღამეს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტვერსა და სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკიში მდებარე ნავთობბაზებზე.
„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, მიხაილოვსკში ხანძარი ლუკოილის ნავთობბაზას გაუჩნდა.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვი დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტვერის ნავთობის ბაზაზე, სადაც ხანძარი, სულ მცირე, ერთ რეზერვუარს გაუჩნდა.