სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, გემებისთვის მიმოსვლა შეაჩერა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არხში მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსული ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედზე.
Reuters-ის ცნობით, დონ-აზოვის არხი მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან აზოვისა და შავი ზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, პარასკევს უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 13 ნავთობტანკერს დაარტყეს.
რუსეთის მხარეს ამ ეტაპზე დამატებითი ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დონ-აზოვის არხში გემებისთვის მიმოსვლის შეზღუდვა.