აშშ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, რომლებიც უკვე სამ საათზე მეტია გრძელდება, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საჰაერო ოპერაციების მიზანია იმ შესაძლებლობების შემცირება, რომლებიც, მათი შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო მეზღვაურებისა და კომერციული გემებისთვის საფრთხეს ქმნის.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმების ბრძანება ირანული ძალებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გასცა.
ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხუზესტანის პროვინციის მაჰშაჰრის ოლქში, წყლის სატუმბი სადგურის მიმდებარედ ჭურვის აფეთქების შედეგად დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა ხუზესტანის პროვინციის ქალაქებში – ხორამშაჰრსა და ჰოვეიზეში.