დღეს, თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
საპატრიარქოს ცნობით, მღვდელმთავართა ავტომობილები ტაძრის ეზოს ნაცვლად გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე განმარტავენ, რომ ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და ქალაქში შესვლა თავისუფალი იქნება.
13 ივლისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ — 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართის ხსენების დღეს აღნიშნავს.