აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულა, რომლის დროსაც რამდენიმე ლოკაციაზე ათობით სამიზნეს ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენებით დაარტყა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად სამიზნე გახდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარები, რაკეტები, დრონები და მცირე ზომის ნავები.

CENTCOM-ის განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის გამანადგურებლები, საზღვაო ხომალდები, საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონები.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.