დემონსტრანტ ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება 1-წლიანი რეალური სასჯელით გაუფორმდა.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დევიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.
დევიძე პენიტენციურ დაწესებულებას ექვს თვეში დატოვებს.
ცნობისთვის, ისაკო დევიძე 2025 წლის 20 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, რის გამოც სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული ვადის ამოწურვამდე, დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. კერძოდ, მას მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.