ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მომავალში შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს წმინდა სინოდმაც მიმართოს.

„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომა ჯერ არ გამართულა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საპატრიარქოში გახდება ცნობილი.

„სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი“, – აღნიშნა მეუფე ვახტანგმა.