საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ 13 ივლისს გამართულ შეხვედრას 40 მონაწილე შეუერთდა, მათ შორის მოლდოვა. მისი თქმით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ზამთრისთვის მომზადების საკითხიც განიხილეს.

„შევთანხმდით, რომ „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პარიზში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ათი ევროპული ქვეყნის უკრაინის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს.